2026 წლის 26 მარტს, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსში გაიმართა, დიდი ოთხეულის წევრი, საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია შპს „იუაი“-ს (EY) წარმომადგენლების შეხვედრა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან, კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
სტუდენტებს შესავალი სიტყვით მიმართა თსუ აღრიცხვა, ანალიზისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან საბაურმა.
სტუმრებმა სტუდენტებს გააცნეს, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ახლოს გაეცნოთ EY-ს საქმიანობა და გაეგოთ მეტი ინფორმაცია არსებული ვაკანსიების შესახებ. ttps://www.ey.com/en_ge


